Sunday, 5 October 2014

მე9 დღის რეფლექსია

 დღეს წარვადგინეთ პრეზენტაციები

Sunday, 21 September 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დიდი მოცულობით გავეცანით შეფასების სისტემებს.

Sunday, 14 September 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

განვიხილეთ შეფასებები, უპირველესად - პროექტის შეფასება ყველა ქვეპუნქტით: შეფასების მიზნები, ტიპები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. გავიგეთ ინტელის ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკის შესახებ, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც გვეძლევა. გავეცანით რესურსს ,,საავტორო უფლებების ქაოსი" - პრეზენტაცია და ამ თემაზე წარიმართა საინტერესო დისკუსია.

Sunday, 7 September 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

   ვიმუშავეთ სასწავლო გეგმის პროექტის შაბლონის სხვადასხვა შემადგენელების შევსებაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის გამოყენებით შინაარსობრივი სტანდარტებისა და ინდიკატორების მოძიებაზე მოსწავლეთა შედეგების გათვალისწინებით.
  გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში. დაგვევალა მოსწავლის პრეზენტაციის მომზადება, შეფასების რუბრიკისა და ბუკლეტის რესურსების მომზადება, სასწავლო გეგმის პროექტის შევსება.

Friday, 5 September 2014

მეოთხე დღის რეფლექსია




           ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,  განვიხილეთ მოსწავლეთა ჩართულობის ხელშემწყობი გარემოებები, გავეცანით კომენტარებს.

Wednesday, 3 September 2014

მესამე დღის რეფლექსია

შევქმენით ბლოგები. გავაკეთეთ კომენტარები. ჯგუფში იყო სასიამოვნო გარემო. ტრენერსა და ჯგუფის წევრებს შორის იგრძნობოდა საქმიანი დამოკიდებულება.

Saturday, 30 August 2014

მეორე დღის რეფლექსია

გავეცანით პროექტებზე დაფუძნებული სწავლების პირველ მოდულს. შევქმენით საქაღალდეები. ჩამოვაყალიბეთ სამუშაო გეგმა.

პირველი დღის რეფლექსია

ჯგუფის წევრებმა გავიცანით ერთმანეთი. პირადად მე გავიცანი ჩვენი ჯგუფის ტრენერი - დათო, კომუნიკაბელური ადამიანი. პირველად მოვხვდი მომავლის კლასში და ძალიან მომეწონა. სასიამოვნო გარემო იყო. შევთანხმდით მუშაობის გრაფიკზე. დათომ ზოგადად გაგვაცნო ის კურსი, რაც უნდა გავიაროთ. იმედი მაქვს, კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა წამადგება სამასწავლებლო საქმიანობაში.